ცხელი ხაზი:252731

შეხვედრა ჭიათურის მერიაში

3 ოქტომბერი, 2018

 დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა---საქართველო დედამიწის მეგობრები“--წარმომადგენლები ნინო ჩხობაძე, თამუნა სოხაძე და თემურ კეპულაძე იმყოფებოდნენ. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე, მერიის სამსახურებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ ,,არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე.“ 
ასევე მოკლედ მიმოიხილეს ,,გარემოსდაცვის შესაბამისობის კოდექსი“.

გააზიარე