ცხელი ხაზი:252731

შეხვედრა ჭიათურის მერიაში

20 მარტი, 2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელთან ერთად, იმ კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვეს.

შეხვედრის მიზანს კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გაცნობა წარმოადგენდა.

ხელისუფლების წარმომადგენლები და მეწარმეები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტის ყველა კონტრაქტორი ფირმა ამ ეტაპზე კოორდინირებულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

გააზიარე