შეხვედრა სოფელ ითხვისის მოსახლეობასთან
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საკითხის შესწავლის მიზნით გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობენ. ადგილზე ჩავიდნენ: საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ, ასევე შეხვდნენ მოსახლეობას.
გეოლოგთა ჯგუფი ყველა დაზიანებულ სახლში არსებული სიტუაციის დეტალურ აღწერას აწარმოებს და შემოწმების საფუძველზე უახლოეს პერიოდში შესაბამის დასკვნას დადებს.
გარდა ამისა, ჭიათურის მერიამ სპეციალური კომისია შექმნა, რომელიც სოფელში მოსახლეობის ქონებრივ მდგომარეობას სწავლობს.
ამ ეტაპზე 17 საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული. დაზარალებულ ოჯახებთან აქტიურად მუშაობს ჭიათურის მერია და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას ქირით უზრუნველყოფს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა დაზარალებულ ოჯახს დროებითი ალტერნატიული საცხოვრებელი უკვე შეთავაზა.