ცხელი ხაზი:252731

შეხვედრაზე განიხილეს ჭიათურაში ფასკნარისა და ღრუდოს წყალსადენების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები

27 მაისი, 2025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს დავით კვინიკაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ჭიათურაში ფასკნარისა და ღრუდოს წყალსადენების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საკითხები.

გადაწყდა, უახლოეს მომავალში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის წყალსადენის არსებული მდგომარეობის დეტალებს და წარმოადგენს შესაბამის რეკომენდაციებს პრობლემების გადაჭრის მიზნით.

 

გააზიარე