შეხვედრები სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სვერის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასამართი შეხვედრები გაიმართა.დღეს, კრებები სოფელ ცხრუკვეთში, თვალუეთსა და სვერში ჩატარდა.
სოფელ თვალუეთში მოსახლეობის უმრავლესობამ ღია კენჭისყრის შედეგად მხარი ამბულატორიის გახსნას დაუჭირა. კერძოდ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სოფლის ცენტრში არსებულ შენობაში ამბულატორია გაიხსნება.
სოფელ ცხრუკვეთში ადგილობრივებმა წყლის სისტემის კეთილმოწყობას მისცეს ხმა. მოწესრიგდება სოფელში შემავალი წყლის სისტემის მთლიანი ქსელი.
ცხრუკვეთის მზგავსად წყლის სისტემის მოწესრიგებას დაუჭირა მხარი სოფელ სვერის მოსახლეობამაც. სვერში წყლის სისტემის სათავე ნაგებობა მოეწყობა.
კონსულტაციებს მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების სპეციალისტები,სვერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრები 14 თებერვალს მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.