ცხელი ხაზი:252731

შეხვედრები ზედუბანის, მოხოროთუბნის და დარკვეთის მოსახლეობასთან

8 თებერვალი, 2019

 ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კონსულტაციები გრძელდება.
დღეს,საპროექტო წინადადებები ზედუბანის, მოხოროთუბნის და დარკვეთის მოსახლეობამ განიხილა.
სოფელ ზედუბანში რეგისტრირებული მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა,ინვენტარის შეძენა,ასევე ჭალის უბანში სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა გადაწყდა.
სარიტუალო დარბაზის მშენებლობას დაუჭირა მხარი მოხოროთუბნის მოსახლეობამ. 
დარკვეთში პრიორიტეტად საბავშვო ბაღის შემოღობვა,სარიტუალო დარბაზის მშენებლობის დასრულება და საკლუბო დაწესებულებაში სველი წერტილის მოწესრიგება დასახელდა.
კონსულტაციებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ცერცვაძე ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტებთან,მერის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრო. 
სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება. ამ ეტაპზე კონსულტაცია 30 სოფელში ჩატარდა( კონსულტაციები სულ ჭიათურის მუნიციპალიტეტის 60 სოფელში ჩატარდება ). 

 

გააზიარე