ცხელი ხაზი:252731

სისხლის გადასხმის აქცია ჭიათურაში

22 თებერვალი, 2019

დღეს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში,შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური’’-ს (სისხლის ბანკი) ინიციატივითა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონორთა აქცია - ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად’’ გაიმართა
აქციაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო. 
დონორთა აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციების ,ა(ა)იპების თანამშრომლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა,რითაც თანადგომა გამოხატეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

გააზიარე