ცხელი ხაზი:252731

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა ჭიათურაში

4 ნოემბერი, 2019

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა - ქ. ჭიათურაში შპს „ტექნო 2016“-ს მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილის საქმიანობის დასახელება: მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ტექნო 2016“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:  2019 წელის 13 ნოემბერი, 13:00 საათი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; 2019 წლის 21 ოქტომბერს, შპს „ტექნო 2016“-მა სამინისტროში წარმოადგინა ქ. ჭიათურაში, მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები.

ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2019 წლის 15 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

გააზიარე