ცხელი ხაზი:252731

სოლომონ ლიონიძის ნივთების გამოფენა

12 დეკემბერი, 2023

➤ ჭიათურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატისა და მწიგნობარის,სოლომონ ლიონიძის ნივთების გამოფენა გაიმართა.

➤ მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სოლომონ ლიონიძის უნიკალური პირადი ნივთები : ფრანგული ჭურჭელი,ხმლები,ერეკლე მეფის მიერ ნაჩუქარი ხატი,საფრანგეთიდან ჩამოტანილი მუსიკალური საკრავი „ ციტრა“.

➤ პრეზენტაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე,მერის მოადგილე გიორგი ბიწაძე,მოადგილე დავით ბიწაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

➤ ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სოლომონ ლიონიძის შთამომავლები, რომელთა ოჯახშიც ინახებოდა დიდი წინაპრის პირადი ნივთები.

➤ სოლომონ ლიონიძის მოღვაწეობაზე და მის კავშირზე ჭიათურასთან, კერძოდ სოფელ კაცხთან, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მკვლევარმა ლია ხარაიძემ და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ინგა მაჭარაშვილმა ისაუბრეს.

➤ ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენის დათვალიერება მსურველებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ.

 

გააზიარე