სოფელ ეწერში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აინთო
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ ეწერში, ბრეგვაძეების ოჯახში ბუნებრივი აირი სიმბოლურად აანთო.
სოფელ ეწერში ბუნებრივი აირით 250 ოჯახის უზრუნველყოფა იგეგმება. ამჟამად ცენტრალური მაგისტრალური ქსელის გაყვანის სამუშაოები კიდევ რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს, მათ შორის ზოდში, ხალიფაურში, სვერში, ცხრუკვეთში, თვალუეთში, უსახელოში, ნიგოზეთში, ზედა და ქვედა ბერეთისაში, ხრეითში, მანდაეთში, ქვაციხეში,საკურწეში, თაბაგრებსა და რცხილათში.
დღესვე, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ ეწერში ახლად დასრულებული 1კმ-იანი საუბნო გზა დაათვალიერა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 268 317 ლარი შეადგენს.