ცხელი ხაზი:252731

სოფელ გეზრულსა და დარკვეთში შიდა საუბნო გზები მობეტონდა

20 დეკემბერი, 2018

ჭიათურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ დღეს სოფელ გეზრულსა და დარკვეთში საუბნო გზების მობეტონებითი სამუშაოები დაათვალიერა. გივი მოდებაძე ბეტონის საფარის მოწყობის პროცესს პირადად დაესწრო და ადგილზე დასაქმებულებს გაესაუბრა. როგორც დარკვეთის, ისე გეზრულის მაცხოვრებლებმა ჭიათურის მერს ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს.
სოფელ გეზრულში, გვალიების უბანში საუბნო გზის რთულ მონაკვეთზე, 115 მეტრის მანძილზე ბეტონის საფარის მოწყობა დღეს დასრულდა. აღნიშნული მონაკვეთი სრულად ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა ჰქონდათ. 
ბეტონის საფარის მოწყობა დასრულდა სოფელ დარკვეთშიც. დარკვეთი - ქვედა ზოდი - მოხოროთუბანის დამაკავშირებელ გზაზე. ამ მიმართულებით გზის 170 მეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდა. 
გეზრულსა და დარკვეთში მობეტონებითი სამუშაოები შპს ,,გოლდ ენდ ბრო“-მ შეასრულა.
ორივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და საერთო ღირებულებამ 64 700 ლარი შეადგინა. 

  

გააზიარე