სოფელ ითხვისში კაპანაძეების უბანში მცხოვრებმა 35-მა ოჯახმა სასმელი წყალი მიიღო
სოფელ ითხვისში კაპანაძეების უბანში მცხოვრებმა 35-მა ოჯახმა სასმელი წყალი მიიღო.
ჭიათურის მერიისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს ,,ჭიათურის წყლის კომპანიის“ ერთობლივად ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ ითხვისში კაპანაძეების უბანში მცხოვრები 35 ოჯახისთვის საერთო სარგებლობის წყარო მოეწყო. წყარო უბნის ცენტრში გაკეთდა, საიდანაც ადგილობრივები სასმელი წყლით სარგებლობას შეძლებენ.
ჩატარებულ სამუშაოებს დღეს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე გაეცნო.
აღნიშნულ უბანში წყლის მისაღებად 650 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყო. მოწესრიგდა სათავე ნაგებობა.
აღსანიშნავია, რომ კაპანაძეების უბანში მცხოვრებლებს წყლის პრობლემა წლებია აწუხებდათ.