ცხელი ხაზი:252731

სოფელ კაცხსა და ნავარძეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები

1 ოქტომბერი, 2020

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ და მერის მოადგილე დავით ბიწაძემ სოფელ კაცხსა და ნავარძეთში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები კაცხის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ, ასევე დაათვალიერეს მდინარე კაცხურაზე არსებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები და სოფლის ცენტრიდან სკოლამდე მისასვლელი გზის მობეტონებული მონაკვეთი.

სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში მიმდინარე წელს სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. სველი წერტილი მოეწყო სკოლის ორივე სართულზე.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი სველი წერტილებთან ერთად სამზარეულოს რეაბილიტაციაც მოხდა.

რაც შეეხება სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლას, აქ მიმდინარე წელს გათბობის სისტემა დამონტაჟდა და სველი წერტილების მოწყო.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს რეაბილიტაცია ჭიათურის 24 სკოლას ჩაუტარდა,რისთვისაც 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გააზიარე