სოფელ ქვედა ჭალოვანში შიდა საუბნო გზა მოეწყო
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ სოფელ ქვედა ჭალოვანში, მიქაუტიძეების უბანში, საავტომობილო გზის რეაბილიტირებული მონაკვეთი დაათვალიერა.
ჭიათურის მერი ჩატარებული სამუშაოების შესრულებას ზედამხედველთან და შემსრულებელთან ერთად გაეცნო.
ქვედა ჭალოვანში საავტომობილო გზის 650 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა და ამ მიზნით 131 109 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ახალმა ჭიათურამ" შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული მონაკვეთი სრულიად ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.