სოფელ რგანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის ხელმძღვანელი თეა ცინცაძე სოფელ რგანში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრნენ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, კეთილმოეწყო ეზო და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი,მოადგილე დავით ბიწაძე,საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

