ცხელი ხაზი:252731

 სოფელ რგანში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დასრულდა

26 აპრილი, 2021

 სოფელ რგანში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დასრულდა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
2 სართულიანი შენობა 150 მოსწავლეზეა გათვლილი. სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მოპირკეთდა სკოლის ეზო და მოეწყო სპორტული მოედანი.

ახალი სკოლა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელთან და პროექტის ხელმძღვანელთან თამარ ქარდავასთან ერთად დაათვალიერა.

სოფელ რგანის საჯარო სკოლის მშენებლობა,რომლის სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა, გასულ წელს დაიწყო.
პროექტის განსახორციელებლად 2 295 690 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ელემენტ კონსტრაქშენმა" შეასრულა.

სკოლაში სწავლის პროცესი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.

 

 

გააზიარე