ცხელი ხაზი:252731

სოფლის კრება ზედა ბერეთისაში, ქვედა ბერეთისასა და წყალშავში

28 იანვარი, 2019

25 იანვარს, ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეულის 3 სოფელში: ზედა ბერეთისაში, წყალშავსა და ქვედა ბერეთისაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა ცერცვაძე, სივრცითი მოწყობის, ზედამხედველობის,არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი დავით ბრეგვაძე,ნიგოზეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი შუქრი შეყილაძე და მაჟორიტარი დეპუტატი მამია ლაბაძე დაესწრნენ. 
შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:
ზედა ბერეთისა - სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის მშენებლობის დასრულება,სადაც განთავსდება ამბულატორია
ქვედა ბერეთისა - ყოფილი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია,სადაც განთავსდება ამბულატორია,ბიბლიოთეკა და კლუბი. 
წყალშავი-ამბულატორიის მშენებლობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის 812 000 ლარია გამოყოფილი. მოსახლეობა თავად ირჩევს სოფლის პრიორიტეტებს, რითაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მონაწილეობს სოფლის განვითარების უმნიშვნელოვანეს პროცესებში.

  

გააზიარე