სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მრადაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედები მიმდინარეობს. 5 თებერვალს მორიგი შეხვედრები ზედა რგანში, სარქველეთუბანში, ბუნიკაურში, თაბაგრებსა და ხალიფაურში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სოფელ ზედა რგანში ადგილობრივებმა შიდა გზის მოწესრიგება და სარიტუალო დარბაზის გადახურვა გადაწყვიტეს.
სარქველეთუბანის მაცხოვრებლებმა ადმინისტრაციული შენობის და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის შემოღობვას დაუჭირეს მხარი.
ბუნიკაურის მოსახლეობამ ცენტრალური საავტომობილო გზისა და წყლის პრობლემის მოგვარება გადაწყვიტეს.
სოფელ თაბაგრებში ადგილობრივებმა პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მთლიანად სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგებისკენ მიმართეს.
ხალიფაურის მაცხოვრებლებმა კი, სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტეს.