სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. დღეს შეხვედრები სოფელ თვალუეთში, ცხრუკვეთსა და სვერში ჩატარდა. გამართულ კრებებს და კონსულტაციებს ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გიორგი ბიწაძე და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფელ თვალუეთში სოფლის კრებაზე მოსახლეობამ პრიორიტეტი სარიტუალო დარბაზის დასრულებასა და წისქვილის მოწყობას მიანიჭა. ცხრუკვეთის მცხოვრებლებმა გამოყოფილი თანხა სარიტუალო დარბაზის მოწყობისკენ მიმართეს, სოფელ სვერში კი ამბულატორიის გადახურვასა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.
სოფლის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში ჯამში 812 000 ლარი დაიხარჯება.