ცხელი ხაზი:252731

თათბირი ჭიათურის მერიაში

17 მაისი, 2021

,,მოგიწოდებთ ყველას კიდევ უფრო მეტი მონდომებით და თავდადებით ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნისა და ჭიათურის განვითარებისთვის. ჩვენ ყველანი ვართ საჯარო მოხელეები და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნის წინაშე. აქედან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული"- განაცხადა დღეს ჩატარებულ თათბირზე ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ. თათბირს მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ქალაქის ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება. ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით პროექტის განსახორციელებლად 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. შემოდგომაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

საუბარი შეეხო ჭიათურის მერიასა და შპს ,,ჯორჯიან მანგანეზს" შორის გაფორმებულ მემორანდუმს. გივი მოდებაძის თქმით,მემორანდუმი უპრეცედენტოა. შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი" ვალდებულებას იღებს ჩაატაროს მნიშვნელოვანი სამუშაოები და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განხორციელდება.

ჭიათურის მერმა მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მოუსმინა და სხვადასხვა სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

შეხვედრის ბოლოს, ჭიათურაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ხათუნა კუპატაძემ გააკეთა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევების მატებაა.

ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

 

გააზიარე