ცხელი ხაზი:252731

უფასო სამედიცინო აქცია ბავშვებისთვის

15 ნოემბერი, 2023

16 ნოემბერს ,ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარადჭერით და ორგანიზებით, ჭიათურას მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს

კვალიფიციური ექიმები ესტუმრებიან, ამავე საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ბავშვთა პულმონოლოგ, პროფესორ ივანე ჩხაიძის ხელმძღვანელობით და უფასო სამედიცინო აქციას ჩატარებენ.

აქციის ფარგლებში, ჭიათურას ასევე ეწვევიან :

 პედიატრი - სოფო ცერცვაძე, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რესპირაციული მედიცინის დეპარატამენტის ხელმძღვანელი

ბავშვთა ნევროლოგი - პროფესორი თეონა შათირიშვილი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიის დეპარატამენტის ხელმძღვანელი

 ბავშვთა ენდოკრინოლოგი - პროფესორი ნინო ხელაძე, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინული სამსახურის ხელმძღვანელი

ბავშვთა ორთოპედი/ტრავმატოლოგი - მერაბ ვარძუკაშვილი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ბავშვთა უროლოგი - პროფესორი პაატა გიორგაძე, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს უროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი

ყელ-ყურის ექიმი -- ვაჟა ქათამაძე, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ოტოლარინგოლოგი

ბავშვთა ალერგოლოგი - პროფესორი ლალი საგინაძე, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ალერგოლოგიული სამსახურის ხელმძღვანელი

ბავშვთა გასტროენტეროლოგი - დავით მახათაძე,

იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

კარდიოლოგი - თაკო დევდარიანი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

ოფთალმოლოგი - ნათია ქესანაშვილი, მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგიური სამსახურის ექიმი

სამედიცინო აქცია იაშვილის ქუჩა 14 ში მდებარე - #2 საბავშვო ბაღში ჩატარდება.

 დაიწყება დილის 10 საათიდან და გაგრძელდება -17 საათამდე

 

გააზიარე