ცხელი ხაზი:252731

ზაზა კილასონიას კლასიკური და ვოკალური შოუ - მუსიკის საავტორო კონცერტი

6 აგვისტო, 2025

ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე და მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი ჭიათურის კულტურის ცენტრში კომპოზიტორისა და მსახიობის ზაზა კილასონიას შემოქმედებით საღამოს დაესწრნენ.

კლასიკური და ვოკალური შოუ - მუსიკის საავტორო კონცერტზე ,,მშვიდობა მსოფლიოს,, მუსიკოსი მსმენელის წინაშე საკუთარი პროგრამით წარსდგა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ზაზა კილასონია - ელექტრო როიალი, გოჩა ჩოგოვაძე - სოლო გიტარა, ელეონორა გოგოლაშვილი - ვოკალი, გიორგი რევიშვილი - ელექტრო როიალი.

კონცერტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

გააზიარე